
1 - Book
მომხმარებელთან მუშაობა – ანალიზი, პროგნოზი და მისი ქცევა არის მარკეტინგის სფეროში დასაქმებული თითოეული სპეციალისტის პროფესიული საქმიანობის ყოველდღიური შემადგენელი. საბაზრო ეკონომიკის განვითარების და კონკურენციის გაძლიერების პირობებში მომხმარებელთან მუშაობა ხდება სულ უფრო აქტუალური საბაზრო ურთიერთობის თითოეული მონაწილისთვის, რომელთაც პირდაპირ ან საშუამავლო არხებით გამოაქვთ თავისი პროდუქტი მომხმარებელთა სამსჯავროზე.