
1 - Book
ეს წიგნი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, კიდევ უფრო ნაკლებადაა სამეცნიერო გამოკვლევა. ზოგადი ისტორიის ოთხას გვერდზე დაწერა ისტორიის სახელებისა და თარიღების ჩამოთვლამდე დაყვანა იქნებოდა. ამ წიგნში მკითხველი იპოვის ამგვარ ზოგად ისტორიაზე ერთგვარ კომენტარს მთავარ მოვლენებზე მითითებით, წარსულში მომხდარი მთავარის მეორეხარისხოვანისაგან გარჩევის მცდელობას, მართლმადიდებელი ეკლესიის ხანგრძლივი გზის ნიშნულების (ძირითადის მაინც) აღნიშვნას.