.

ლინგვისტიკა
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2009
5424
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Annotation
 

ლინგვისტიკა

ლინგვისტიკის თეორიის შესავალი

კალიფორნიის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ფაკულტეტის პროფესორის, ვიქტორია ა.ფრომკინისა (Victoria A. Fromkin, 1923-2000), და ამავე უნივერსიტეტის კიდევ თერთმეტი ენათმეცნიერი ავტორის ეს ერთობლივი სახელმძღვანელო დაწერილია დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის ლინგვისტურ თეორიაში, რომელთაც ჯერ არ აქვთ ენათმეცნიერების შესაბამისი ცოდნა. ნაშრომი განიხილავს ლინგვისტიკის პრინციპებს, რომლებიც საერთოა მსოფლიოს ყველა ენისათვის და განიხილავს, როგორ არიან ისინი წარმოდგენილნი მსოფლიოს ამა თუ იმ ენის გრამატიკაში. ენათმეცნიერების თეორიული ცნებები და კონცეფციები, ლინგვისტიკის ემპირიული საფუძველი ვრცელი ანალიზის მეშვეობით არის განმარტებული. გამოცემა დაყოფილია ოთხ თავად. პირველ მათგანში ავტორი ეხება საკუთრივ ლინგვისტიკას, როგორც ადამიანის სამეტყველო ენის მეცნიერულ შესწავლას, მის ზოგად ისტორიას თანამედროვე პერიოდამდე. მომდევნო თავებში საუბარია მორფოლოგიისა და სინტაქსის, სემანტიკის, ფონეტიკისა და ფონოლოგიის, ენისთვის დამახასიათებელი ბგერებისა და ბგერითი მოდელების ათვისების შესახებ. თითოეულ თავს მოსდევს სავარჯიშოები და საკითხავი ლიტერატურა. წიგნს ერთვის გამოყენებულ ტერმინთა ლექსიკონი და ბიბლიოგრაფია.

 

Specifications

Book Author(s)

Recommendations