
1 - Book
ლაზურ-მეგრული (იგივე ზანური) ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთ-კავკასიურ (იბერიულ) ჯგუფში, რომელსაც ქართველურ ენებს უწოდებენ. სამეცნიერო ლიტერატურაში, გარდა ზანურისა და ლაზურ-მეგრულისა, ამ ქართველური ენის აღსანიშნავად სხვა ტერმინიც გამოიყენება - კოლხური ენა (ა. შანიძე, კ. დანელია, ზ. ჭუმბურიძე...); ეს უკანასკნელი გახაზავს მეგრელ-ლაზთა ენა-ტომობრივ ერთიანობას კოლხური ეპოქიდან.
მეგრულ-ლაზურის ახლომონათესავე ენებია: ქართული და სვანური. ქართველურ ენებთან ლაზურ-მეგრულს აახლოებს ფორმალურ-ფუნქციური შესატყვისობები ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე, რაც შესაძლებელს ხდის ამ ენათა საერთო ენიდან მომდინარეობის დაშვებას და ერთი ფუძე-ენის (საერთოქართველურის) პოსტულაციას.