
4 - Book
კულტურული მემკვიდრეობა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ნაშრომში თავმოყრილი და განხილულია მდინარე კოდორის ზემო წელზე (აფხაზეთის სვანეთში ანუ დალში) მიწის სამუშაოებისას შემთხვევით აღმოჩენილი და არქეოლოგიების მიერ გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის, ანტიკური ეპოქისა და შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები (სამთამადნო მაღარო გამონამუშევრები, ციკლოპური სიმაგრეები, ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცული, კოლხური ცულები, ასომთავრულ წარწერიანი ანტეფიქსი ჯვრის გამოსახულებით და სხვა), რომელთაც პირველწყაროს მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ძველი ისტორიისა და კულტურის გასაშუქებლად. ნაშრომი განკუთვნილია დარგის სპეციალისტებისათვის, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.