.

კინემატიკა
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2009
4609
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Annotation
 

როინ ბერიას და ნატო თოლორაიას წიგნი კინემატიკა განკუთვნილია საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატის I კურსის სტუდენტებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკის სწავლება თითქმის ჩავარდნილია მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ამ წიგნის გამოცემა დროულ და სასარგებლო მოვლენად შეიძლება იქნას მიჩნეული. მასში მარტივად არის მოცემული ყველა კინემატიკური სიდიდის განმარტება და ფიზიკური აზრი, მოყვანილია ის მინიმალური მათემათიკური აპარატი, რომელიც აუცილებელია ფიზიკური მოსაზრებების ანალიზურად ფორმულირებისთვის, ამდენად სტუდენტს, რომელსაც სასკოლო პროგრამა მათემატიკაში ათვისებული აქვს საშუალო დონეზე, არ უნდა გაუჭირდეს წიგნში განხილული საკითხების გაგება და გამოყენება თეორიულ თუ პრაქტიკულ ამოცანებში. წიგნის ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ მასში მოცემულია ფიზიკური სიდიდეების ერთეულები, რომლებიც გამოიყენებოდა საქართველოში მრავალი საუკუნით ადრე და რომელთა სიზუსტე დღესაც განცვიფრებას იწვევს.

 

Specifications

  • Date of Publish: October 1, 2015
  • ISBN-13: 978-9941-0-1924-1
  • UDC: (UDC) 531.1 b-524
  • Publisher: უნივერსალი
  • Cover: რბილი
  • Language: Geo
  • Pages: 150
  • Views: 4609
  • Ratings: 5.0

Book Author(s)

Recommendations