.

კარტოგრაფია
Resource Type: Book
Date Of Issue: 2023
1150
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

კარტოგრაფია

კარტოგრაფიის ზოგადი კურსი ეკითხება უნივერსიტეტების გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტებს. სახელმძღვანელო დაწერილია პროგრამული საკითხების გათვალისწინებით. კურსი დაეხმარება სტუდენტებს კარტოგრაფიული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და მისცემს მათ წარმოდგენას გარემო სამყაროს გამოსახვის ხერხებზე, სივრცით ანალიზზე და მოდელირებაზე, იძლევა გეოგრაფიულ რუკებზე, ატლასებზე და სხვა კარტოგრაფიულ ნაწარმებზე მუშაობის საფუძვლებს. ბოლო პერიოდში კარტოგრაფიისა და მეცნიერების მომიჯნავე დარგების სწრაფმა განვითარებამ უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა გამოიწვია. გაჩნდა კარტოგრაფირების ახალი მიმართულებები და კარტოგრაფიული ნაწარმების ახალი ტიპები (გეოსაინფორმაციო სისტემები, ტელეკომუნიკაციები და აეროკოსმოსური ზონდირება). ელექტრონული რუკები და ატლასები, ანიმაციები, სამგანზომილებიანი კარტოგრაფიული მოდელები და სხვა გეოგამოსახულები დღეს გეოგრაფებისათვის, გეოლოგებისთვის, ეკოლოგებისათვის და სხვა სპეციალისტებისათვის კვლევის მიღებულ საშუალებებადაა ქცეული. სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია კვლევის კარტოგრაფიული მეთოდზე, როგორც ,,გამჭოლ’’ მიმართულებაზე გეოგრაფიაში, ხოლო რუკა რჩება სამყაროს შეცნობის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად. მოცემულია წარმოდგენა ზოგიერთ ახალ, თუმცა უკვე საკმაოდ განმტკიცებულ გეოსაინფორმაციო მიდგომებზე, გეოიკონიკის საწყისებზე.

ავტორი იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო გარკვეულ წვლილს შეიტანს როგორც მომავალი სპეციალისტების მომზადების საქმეში, ისე დაეხმარება გეოინფორმაციული კარტოგრაფირების საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

Additional Information
 

სახელმძღვანელოს თავები და ქვეთავები მაქსიმალურადაა სტრუქტურიზებული, კომპაქტური და მოხერხებული აღსაქმნელად, ხოლო მასალები გენერალიზებულია და მომარაგებულია საცნობარო წყაროებით.

შინაარსობრივად სახელმძღვანელო დაყოფილია თერთმეტ ძირითად ნაწილად:

  • თავი I - შესავალი;
  • თავი II -კვლევის კარტოგრაფიული მეთოდი;
  • თავი III - რუკის მათემატიკური საფუძველი;
  • თავი IV - გამოსახვის კარტოგრაფიული ხერხები;
  • თავი V - კარტოგრაფიული გენერალიზაცია;
  • თავი VI -გეოგრაფიული ატლასები;
  • თავი VII რუკებისა და ატლასების შექმნის წყაროები;
  • თავი VIII - კარტოგრაფია და გეოინფორმატიკა;
  • თავი IX - მათემატიკური კარტოგრაფიული მოდელირება;
  • თავი X - გეოგამოსახულებები; თავი XI - გეოიკონიკა.

Specifications

  • Date of Publish: December 27, 2023
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 220
  • Views: 1150
  • Ratings: 5.0
Recommendations