
4 - Book
წიგნში თავმოყრილი და განხილულია სვანეთის ერთ-ერთ სოფელში - იფარში გამოვლენილი და შემონახული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები (ძველი მეტალურგია, არქიტექტურა, ფრესკა, ფერწერა, ოქრომჭედლობა, ეპიგრაფიკა, ხელნაწერები), რომელთაც პირველწყაროს მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ძველი ისტორიისა და კულტურის გასაშუქებლად.
წიგნი გამიზნულია საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებისათვის.