.

გოდოლი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2000
Genre: Novel
4461
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Annotation
 

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნის „Das Schloss“-ის შემოქმედს, ფრანც კაფკას ზოგი კრიტიკოსი ასე იხსენიებს: „გერმანელი მწერალი, ავსტრიელი მოხელე, ებრაელი ტანჯული, ჩეხეთის მოქალაქე“ ... გენიოსები, საერთოდ, არ ეკუთვნიან ერთ რომელიმე ერს, ისინი ერთა ზედა დგანან, ან უკლებლივ ყველა ერთან არიან წილნაყარნი. და ამ იდუმალებით მოცული წილნაყარობის იშვიათი მაგალითია კაფკას დაბადებამდე მრავალი საუკუნით ადრე შექმნილი ქართული ხალხური ლექსი, რომელიც ზედმიწევნით ესადაგება კარვერშეღებული „გოდოლის“ ქარგას: „რა ვქნისა“ ციხე ავაგე, ჯავრი შევაბი კარადა, საიქიოდან მოვიდნენ ამ ციხის სანახავადა... ბევრი უარეს ციხესა, კარ ვერ გატეხეს ძალადა, მემრე თქვეს: დრო რო მოალის, კარ გაიღება თავადა!“ არსებითად, „Das Schloss“, თავისი ოდინდელი მნიშვნელობით, ქართულად ციხეს ესატყვისება. მაგრამ, ვინაიდან ეს ცნება დღესდღეობით საპყრობილესთან არის გაიგივებული, ხოლო ციხე-დარბაზსა და კოშკს რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა აქვთ, ჩვენ „Das Schloss“-ის ქართულ შესატყვისად „გოდოლი“ ვამჯობინეთ.

 

Additional Information
 

რომანს ,,გოდოლი'' შეიძლება ეწოდოს ხორცშესხუმული თეოლოგია, თუმცა ეს არის, უწინარესად ამბავი ხსნის მაძიებელი კაცის ობოლი სულის უგზოუკვლო ფარფატისა, რომელიც ცდილობს ქვეყნიერების საგნებში ჩასწვდეს უზენაეს საიდუმლოს...

ალბერ კამიუ

Specifications

  • Date of Publish: April 17, 2016
  • Publisher: თბილისი
  • Cover: რბილი
  • Language: Geo
  • Pages: 210
  • Views: 4461
  • Ratings: 5.0

Book Author(s)

Recommendations