
4 - Book
ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი დაიბადა 1900 წელს ქალაქ ლიონში. იგი იყო პილოტი, ფრანგული აეროდრომის უფროსი ესპანეთის მაროკოში, შემდეგ კი - კომპანია „აეროპოსტა - არგენტინას“ საჰაერო ხაზების დირექტორი.
მისი პირველი მოთხრობა - „სამხრეთის ფოსტა“ - 1928 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე - „ღამის ფრენა“ - 1931 წელს. ამ მოთხრობამ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი მის ავტორს.