.

გეოგრაფიის შესავალი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2012
7038
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.4
(10 შეფასება)
Annotation
 

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებიმეტყველო ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მიხედვით, სწავლების I სემესტრში, ფაკულტეტის ყველა მიმართულებისათვის გათვალისწინებული საგნის, „გეოგრაფიის შესავალის“ სალექციო კურსს. მისი შინაარსი შეესაბამება ამ საგნისათვის შექმნილ, გეოგრაფიის ელემენტარული საკითხების მომცველ სილაბუსს, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნონ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ყველა მიმართულების - გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, პირველკურსელები. მიუხედავად იმისა, თუ რომელი მიმართულებით გააგრძელებენ ისინი სწავლას, გეოგრაფიის საწყისების ცოდნა ყველა ბუნებისმეტყველისათვის აუცილებელია, რამდენადაც სწორედ გეოგრაფიულ გარსში მიმდინარეობს ყველა ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური პროცესი. წიგნში განხილულია გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების ჩასახვისა და განვითარების ეტაპები, მისი კვლევის სფეროს ყველა კომპონენტი, გეოგრაფიული მეცნიერების თანამედროვე პრიორიტეტები, გარემოს თანამედროვე ცვლილებების გეოგრაფიული ასპექტები, ადამიანის როლი გარემოს ამ გლობალურ ცვლილებათა განვითარებაში.
გეოგრაფიის შესავალით“ შეიძლება დაინტერესდეს ზოგადი გეოგრაფიის შესწავლის ყველა მსურველი, რამდენადაც ავტორები შეეცადნენ წიგნის შინაარსი გადმოეცათ შეძლებისდაგვარად მარტივად და გასაგები ენით.

 

Specifications

Recommendations