
3 - Book
ნაშრომის მიზანია კრიპტოგრაფიაში დაფუძნებულ იქნას სწრაფქმედი ორიგინალური მატრიცული ფუნქცია და ღია არხით გასაღების გაცვლის ალგორითმი. ამჟამად კრიპტოგრაფიაში არ არსებობს აღიარებული სხვა ცალმხეივი ფუნქცია რომელსაც გააჩნია დიფი – ჰელმანისა და RSA ასიმეტრიულ ალგორითმებში გამოყენებულ ცალმხრივ ფუნქციებთან შედარებით მაღალი სწრაფქმედება. არ არსებობს ისეთი კრიპტოსისტემა, რომელიც ერთდროულად შეასრულებს ორ ამოცანას - ღია არხით გასაღების გაცვლას (საიდუმლო არხის გამოყენების გარეშე) და ამავდროულად გააჩნდეს ისეთი სწრაფქმედება, როგორიც გააჩნია სიმეტრიულ სისტემებს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ალგორითმის განხორციელებისათვის უნდა გვქონდეს მაღალი რიგის, მძლავრი მატრიცთა სიმრავლე.