„განათლების ფსიქოლოგია“
ეს ნაშრომი, რომელიც თარგმნილია დედნის მე-10-ე გამოცემიდან, მოიცავს მაქსიმალურად ყველა საკითხს, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით. მასში ხაზგასმულია ბავშვის განვითარების, სწავლის, სწავლებისა და შეფასების საკითხების გავლენა, განხილულია მოსწავლეთა სწავლა და მოტივაცია ქცევის, კოგნიტური და კონსტრუქტივისტული პერსპექტივებიდან. ნაჩვენებია, როგორ შეიძლება განათლების ფსიქოლოგიაში კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციისა და იდეების გამოყენება სწავლებაში ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად. ნაშრომში თეორია და პრაქტიკა სინთეზურად არის წარმოდგენილი, ცოდნასა და პრაქტიკას შორის კავშირის საილუსტრაციოდ კი მოტანილია მრავალი მაგალითი, ნაწყვეტები გაკვეთილიდან, სიტუაციური სავარჯიშოები და გამოცდილ პედაგოგთა რჩევები. ავტორი ეხება, ასევე, ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლების ფსიქოლოგიის ისტორია და თეორიები, მასწავლებელი/მოსწავლის ურთიერთობის მნიშვნელობა, სწავლის ვიზუალურ/ვერბალური სტილი, ფლინის ეფექტი, გაელვების მეხსიერება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა, დახმარების ტექნოლოგია, და ა.შ.
გამოცემა განკუთვნილია განათლების ფსიქოლოგიის სფეროში მომუშავე პედაგოგებისა და სტუდენტების, ასევე დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.