.

ფინანსური კონტროლი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2012
4531
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში — „სახელმწიფო ფინანსური კონტროლი“ განხილულია ფინანსების არსი, ფუნქციები, სახელმწიფოს ფინანსური პოლიტიკისა და კონტროლის სისტემის მახასიათებლები, ფინანსური კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში კონტროლის სტრატეგიული პრიორიტეტები. ასევე, განხილულია სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ორგანიზაციის, შიდა ფინანსური კონტროლის და სახელმწიფო დაწესებულებების კონტროლინგის სისტემის ელემენტები. შემოთავაზებულია ეკონომიკური საქმიანობის შედეგების ფინანსურ მაჩვენებელთა შეფასება-ანალიზისა და ფინანსური რისკების მართვის მექანიზმი. 

 

Additional Information
 

სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში - „აუდიტორული (ფინანსური) კონტროლის სტრატეგია საბაზრო ეკონომიკის პირობებში“ შემოთავაზებულია აუდიტის სტრატეგიის ძირითადი მიმართულების - აუდიტორული კონტროლის როლი და ადგილი ქვეყნის ფინანსური კონტროლის სისტემაში, აუდიტის პროფესიული სტანდარტები, სუბიექტის სააღრიცხვო სისტემის არსებითობის შეფასებისა და აუდიტის ძირითადი მეთოდების, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდების გამოყენების, აუდიტორული მტკიცებულებების შეფასებისა და აუდიტის დასრულების პროცესის მახასიათებლები. სიღრმისეულად არის განხილული საგადასახადო აუდიტის დაგეგმვის მეთოდები და საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის აუდიტის ჩატარების საფუძვლები, საბანკო-საფინანსო ორგანიზაციის აუდიტორული კონტროლის სტანდარტები და შიდა კონტროლის (მმართველობითი აუდიტის) მნიშვნელობა ბიზნესის სტრატეგიული განვითარების, საგადასახადო და საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობების მართვის სრულყოფაში. წინამდებარე სახელმძღვანელო ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ასათვისებლად. ასევე სასარგებლო იქნება მკვლევარებისა და დოქტორანტებისთვის, პროფესიონალ პრაქტიკოსებისა და ბიზნესმენთათვის, ვისაც სურს სრულყოფილად შეისწავლოს ფინანსური კონტროლის სფერო.

Specifications

  • Date of Publish: May 22, 2018
  • ISBN-13: 978-9941-17-806-1
  • Publisher: უნივერსალი
  • Language: Geo
  • Pages: 357
  • Views: 4531
  • Ratings: 5.0
Recommendations