
ენერგეტიკა და ბუნებრივი გარემო
(ლექციების კურსი მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებისათვის)
წინამდებარე სახელმძღვანელო - „ენერგეტიკა და ბუნებრივი გარემო“ განკუთვნილია გეოგრაფიის (ფიზიკური) სამაგისტრო პროგრამიის სტუდენტების, სამეცნიერო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენლების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
სახელმძღვანელოს შინაარსი შედგენილია მოქმედი სამაგისტრო პროგრამის - გეოგრაფია (ფიზიკური) მიხედვით და მოიცავს ენერგეტიკა - გარემოს ურთიერთობათა მთავარ პრობლემებს: ენერგეტიკა და გარემოს ეკოლოგიურ საკითხებს, ენერგეტიკის მთავარი (ჰიდრო-თბო-ატომური და ალტერნატიული) სახეების ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედებების გეოეკოლოგიურ შედეგებს, ენერგეტიკა-ბუნებრივი გარემოს ურთიერთობებს კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე, სამხრეთი კავკასიის რეგიონის (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) ენერგეტიკა-გარემოს სისტემურ პრობლემებს, საქართველოს ენერგორესურსების ათვისებისა და ბუნებრივი გარემოს მდგრადი განვითარები საკითხებს, საქართველოს ენერგეტიკის ავკარგიანობის თანამედროვე პრობლემებს, მათთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გარემოს დაცვის რეკომენდაციებს.