
14 - Book
წიგნში თავმოყრილია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და ნაწილობრივ გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებზე. მასში გაშუქებულია ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის, აფხაზეთის ისტორიისა და ერთიან ქართულ სახელმწიფოში მისი სტატუსის გარკვევასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წყაროთმცოდნეობით და ისტორიოგრაფიულ დაკვირვებებს, გამოჩენილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტებს. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.