.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ისტორია
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2009
362
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

ამერიკის შეერთებული შტატების
საგარეო პოლიტიკის ისტორია (1933-1993)


იმპერიული საპრეზიდენტო დიპლომატია

ამერიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიის მეორე წიგნის თხრობა ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის წლებით დავიწყე, რითაც ამერიკელი ისტორიკოსების მიერ დაწესებული ერთგვარი სტერეოტიპი დავარღვიე. როგორც წესი, ისინი ამერიკის დიპლომატიის ისტორიის ეტაპებად დაყოფისას, უახლესი პერიოდის გადმოცემას ჰარი ტრუმენის მმართველობის წლებით იწყებენ, რასაც თავისებური გამართლება აქვს: დამთავრდა ერთი გლობალური მოვლენა - მეორე მსოფლიო ომი  და, მეორე, ისტორიის არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი - ცივი ომი დაიწყო. ამიტომ, თითქოს უპრიანია და ლოგიკურია, რომ ამერიკის თანამედროვე საგარეო პოლიტიკის ათვლაც აქედან დაიწყოს. მაგრამ, ჩემი პირველი და მეორე წიგნების წყალგამყოფად, მაინც 1933 წელი ავიღე. ეს ის წელია, როდესაც თეთრ სახლში მოდის ფრანკლინ დელანო რუზველტი, პრეზიდენტი, რომელმაც 1939 წელს1 ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წარმოება ფაქტიურად მთლიანად თავის ხელში აიღო და ამ სფეროს მართვის ისტორიაში ახალ ერას მისცა დასაბამი.

Additional Information
 

წიგნის ავტორი კახი ქენქაძე გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველია. 1992-2002 წლებში იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. დღეს იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის ვეზერჰედის სახელობის ურთიერთობების ცენტრის ასოცირებული მეცნიერ-თანამშრომელია.

Specifications

  • Date of Publish: September 20, 2024
  • ISBN-13: 978-9941-0-1915-9
  • Publisher: თბილისი
  • Language: Geo
  • Pages: 242
  • Views: 362
  • Ratings: 5.0

Book Author(s)

Recommendations