.

ახალი რეალიზმი
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2014
5758
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.8
(4 შეფასება)
Annotation
 

ნაშრომი შექმნილია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მხარდაჭერით.

ძირითად საკითხს წარმოადგენს თანამედროვე ლიტერატურული პროცესები, განვითარების ტენდენციები, პოსტმოდერნიზმის ალტერნატივად წოდებული „ახალი რეალიზმის“ ჩამოყალიბება და ლიტერატურათმცოდნეობაში არსებული დისკუსიები; გამოვყოფთ რამდენიმე კონკრეტულ და ძირითად საკითხს როგორც ლიტერატურათმცოდნეობაში, ასევე მასმედიაში; რადგანაც XXI საუკუნე მედია ეპოქად ითვლება, შესაბამისად იცვლება და მედიის ენას უახლოვდება ლიტერატურული, მხატვრული ენა; ამ მხრივ, საინტერესო იყო ის სახეცვლილებები, რაც ლიტერატურულ სივრცეში განხორციელდა. „ახალი რეალიზმი“ - ახალი მოვლენა და ახალი კითხვის ნიშანი სამეცნიერო ლიტერატურაში; ლიტერატურათმცოდნეთა, კრიტიკოსთა მოსაზრებები „ახალი რეალიზმის“ ირგვლივ;  პოსტმოდერნიზმიდან ახალ რეალიზმამდე  - „ახალი რეალიზმი“ თუ „პოსტ-პოსტმოდერნიზმი“, რამდენად აიგივებენ თუ ანსხვავებენ მათ ლიტერატურათმცოდნეობაში; ახალი მიმდინარეობის გამოჩენის „აუცილებლობა“ ლიტერატურულ სივრცეში; თანამედროვე  პროზის თავისებურება პოლ ოსტერის ნიუ-იორკული ტრილოგიის მიხედვით; თანამედროვე ქართული პროზის თავისებურება და გავრცელების „მეთოდები“/პოსტმოდერნიზმიდან დღემდე/;  ბესტსელერის აღქმის მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში;  რეკლამა;  მასმედიის გავლენა ხელოვნებაზე; ქართული მასმედიის თავისებურება და ჩართულობა გლობალურ საინფორმაციო სივრცეში; მასმედიის დამოკიდებულება ტექსტის გავრცელებაში და მკითხველისთვის „სწორად“ მიწოდების ფორმა; ლიტერატურული კონკურსები, პრემიები და მათი გავლენა მკითხველზე;  გამოკითხვები; ენის „დაკნინებება“ თუ „დემოკრატიზაცია“ თანამედროვე ლიტერატურაში  - აი, ის ძირითადი საკითხები, რომლის განხილვასაც ემსახურება პროექტი.

წიგნი განკუთვნილია ლიტერატურის პროცესის მიმდინარეობითა და განვითარების ეტაპებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

Specifications

  • Date of Publish: July 29, 2015
  • ISBN-13: 978-9941-10-945-4
  • UDC: (UAK) 821.353.1.02
  • Publisher: მერიდიანი
  • Language: Geo
  • Pages: 290
  • Views: 5758
  • Ratings: 4.8
Recommendations