.

აფხაზური მითები, რიტუალები, სიმბოლოები
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2005
Publisher: ჰერა
4236
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

წინამდებარე წიგნი აფხაზი ხალხის მითოშემოქმედებისა და რიტუალური პრაქტიკის მოკრძალებული ნაწილის სალექსიკონო აღწერის ცდას წარმოადგენს. მისი მიზანია, ქართველ (და არამარტო ქართველ) მკითხველს გააცნოს აფხაზთა სულიერი კულტურა, მსოფლმხედველობრივი მრწამსი, მათ მიერ შექმნილი მითოლოგიური სახეები და სიუჟეტები, ხალხური რწმენა–წარმოდგენები და წესჩვეულებები, რომლებიც არცთუ იშვიათად შესაბამის ქართულ მონაცემებთან გენეტიკურ ნათესაობას ავლენენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეს ორი ხალხი უხსოვარი დროიდან (ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე ორი ათასი წელია) გვერდიგვერდ სახლობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთიან სოციოკულტურულ სივრცეში ხანგრძლივი თანაცხოვრების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულაფხაზურ სოციოკულტურულ ერთობას საფუძვლად ედო ეთნიკურ ფასეულობათა ორმხრივი ინფილტრაციის შედეგად წარმოქმნილი კულტურის ერთგვაროვანი პარადიგმები, იდენტური ღირებულებები. წიგნის გაცნობის შემდეგ თუკი ამ აზრს მკითხველიც გაიზიარებს, ჩავთვლი, რომ დრო უქმად არ დამიკარგავს. წიგნში გამოყენებული ილუსტრაციები შესრულებულია ცნობილი აფხაზი და ქართველი მხატვრების მიერ. ამ რეპროდუქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურად წინამდებარე გამოცემისთვის შეიქმნა და ქვეყნდება პირველად.

 

Specifications

  • Date of Publish: November 6, 2015
  • Publisher: ჰერა
  • Cover: რბილი
  • Format: 15x20
  • Language: Geo
  • Pages: 201
  • Views: 4236
  • Ratings: 5.0
Recommendations