.

აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის ლინგვისტური საფუძვლები
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2008
4658
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.3
(3 შეფასება)
Annotation
 

     წიგნში განიხილება ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, ამჟამინდელი აფხაზეთის ეთნიკურ ისტორიასთან დაკავშირებული საენათმეცნიერო პრობლემები: ეთნონიმებისა და სატომო სახელების, გეოგრაფიულ სახელთა, გვარსახელთა, აფხაზურ ენაში არსებული დარგობრივი ლექსიკის (ზღვაოსნობის, მეთევზეობის, რელიგიური, სოციალური, ბოტანიკური, მეცხოველეობის, სამიწათმოქმედო, სამშენებლო და სხვა დარგების ამსახველი ტერმინთა) სემანტიკის, სტრუქტურისა და ეტიმოლოგიის საკითხები. საჭიროებისას ავტორი - აფხაზური და აბაზური ენების სპეციალისტი - აანალიზებს არა მარტო აფხაზური და აბაზური, არამედ ჩერქეზული (ადიღეურ-ყაბარდოული), ყარაჩაულ-ბალყარული, ბერძნული, სომხური, თურქული, სპარსული და სხვა ენების, აგრეთვე ქართველურ ენა-კილოთა სათანადო მასალას. ნაშრომში არგუმენტირებულადაა უარყოფილი ცარიზმისა და საბჭოთა პერიოდებში ფაქტების ფალსიფიკაციის თუ მცდარი ვარაუდების საფუძველზე შექმნილი ეთნოისტორიული ლინგვისტიკის ის მთავარი დებულებები, რომელთაც დღესაც იყენებენ დედასაქართველოსაგან აფხაზეთის ჩამოგლეჯის მოსურნე იმპერიული ძალები, წარმოდგენილია მრავალი სრულიად ახალი მოსაზრება.
     წიგნი განკუთვნილია როგორც მკვლევარ-სპეციალისტთა და სტუდენტობისათვის, ისე ფართო მკითხველისათვის.

 

Specifications

  • Date of Publish: February 9, 2016
  • Publisher: თბილისი
  • Cover: რბილი
  • Language: Geo
  • Pages: 123
  • Views: 4658
  • Ratings: 4.3
Recommendations