.

ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისიდან
Resource Type: E-Book
Date Of Issue: 2012
Publisher: ნეკერი
3361
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Annotation
 

წიგნში სრულად ქვეყნდება სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემოქართლი), დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადთან შესწავლილი ადრექრისტიანული პერიოდის საეკლესიო კომპლექსი და სამარხები; აქ აღმოჩენილი ქვის მრავალრიცხოვანი რელიეფები, წარწერები და სამარხებიდან მომდინარე მასალა.

ნაშრომი განკუთვნილია არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეების და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.


 
The book is a thorough publication of the Early Christian period Nagzauri church complex uncovered at Gantiadi village of Dmanisi mynicipality in the south-east province of Georgia, historical Kvemo (Lower) Kartli.

The text deals with the complex itself, burials revealed in its closest vicinity and an abundant quantity of artefacts including a large number of stone relieves, inscribed pieces and grave goods.

The book is designed for archaeologists, art critics and wider public interested in Georgia's Medieval period history.

Additional Information
 

ქვემო ქართლი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციაა, განსაკუთრებით მდიდარია ისტორიული ძეგლებით დმანისის მხარე, სადაც ადამიანის განვითარების ყველა პერიოდია წარმოდგენილი. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს სოფელ განთიადსა და სოფელ ტნუსს შორის, ადგილ ნაგზაურში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის დროს მიწის სიღრმეში გამოვლენილი ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარი და საეკლესიო კომპლექსი, რომლის შესწავლაც 1998 წელს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დააფინანსა დამკვეთმა და სამუშაოების მწარმოებელმა სააქციო საზოგადოება „ეგრისმა“. გათხრების დროს გამოვლენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა გახდა მიზეზი, რათა აქ დაწყებულიყო მრავალწლიანი საველე სამუშაოები, რომელსაც 1998, 2001-2004 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ფილიალი -დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების მაშავერას ხეობის არქეოლოგიური ექსპედიცია ატარებდა.

Specifications

  • Date of Publish: February 9, 2018
  • ISBN-13: 978-9941-436-45-1
  • Publisher: ნეკერი
  • Language: Geo
  • Pages: 202
  • Views: 3361
  • Ratings: 5.0

Book Author(s)

Recommendations