წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მეწარმეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძვლის კვლევის მოკრძალებულ მცდელობას. თანამედროვე პირობების გათვალისწინებით შემოთავაზებულია ავტორისეული ხედვები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ნაშრომი ეძღვნება მეწარმეობის განვითარების უმნიშ-ნელოვანეს საკითხებს, რომელთა გათვალისწინება, ჩვენი აზრით, არსებით გავლენას მოახდენს ქვენის ეკონომიკურ განვითარებაზე. განხილულია მცირე და საშუალო მეწარმეობა, როგორც მატერიალური დოვლათის წარმომქმნელი უმნიშვნელოვანესი კატეგორია; მასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები. ასევე მნიშველოვანი ყურადღება ექცევა სახელმწიფო როლის მოდიფიკაციას, განსაკუთრებით ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში. წინა პლანზეა წამოწეული მეწარმეობის ჩამოყალიბების, განვითარების ეტაპები და არსებული მდგომარეობის ანალიზი საქართველოში. ასევე განხილულია ბიზნესზე სახელმწიფოს ზემოქმედების მიმართულებები, ტენდენციები და პერსპექტივები. შემოთავაზებულია საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემების გადაჭრისთვის კონცეპტუალური რეკომენდაციები.
ნაშრომი განკუთვნილია მეწარმეობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებით დაინტერესებული მკითხველებისათვის, სახელმწიფო მოხელეების, მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.