.

საზოგადოება

თბილისში Apple Premium Reseller-ის მაღაზია გაიხსნება
ნოე 24, 2017

თბილისში Apple Premium Reseller-ის მაღაზია გაიხსნება

დეკემბრის დასაწყისში, სავაჭრო ცენტრში ,,გალერია თბილისი’’ საქართველოში პირველი Premium reseller-ის დონის Apple-ის მაღაზია გაიხსნება.

საქართველოს ბაზარზე Apple Premium Reseller-ი “iSpace”-ის სახელით შემოვა, რომელიც შოურუმის პრინციპით იმუშავებს, თანამედროვე ტიპის სტენდებს შორის თქვენს ყურადღებას მიიქცევს სპეციალური სექცია სადაც თქვენ მიიღებთ კონსულტაციას და სწავლების კურსებს.

ეფლის Premium Reseller-ის ოფიციალური მაღაზია ,,გალერია თბილისში'' სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე განთავსდება და მაღაზიის ფართი 100კვ.მ-ს გადააჭარბებს. ინტერიერი ეფლის სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. ავეჯი და ინტერიერისთვის საჭირო ყველა მასალა ეფლის მიერ ევროპიდან გამოიგზავნება, იატაკი კანადიდან, ხოლო კედლები კი სპეციალური განათებებით დაიფარება.

iSpace -ის მაღაზიაში ეფლის პროფუქციის ახალი მოდელების გამოცდა დამთვალიერებელს თავად შეეძლება. აღსაღნიშნავია, რომ გახსნის დღეს მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება iphone X რომლის ოფიციალური გაყიდვები საქართველოში 2017 წლის 1 დეკემბერს დაიწყება. ეს არის ინოვაციური სმარტფონი, რომლის გატესტვის საშუალება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მაღაზიაში მოეწყობა Beats-ის ყურსასმენების სპეციალური ზონა სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს დაათვალიეროს და გაეცნოს პროდუქციას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მაღაზიაში გამოყოფილი იქნება სპეციალური სექცია Flex მაგიდის სახით, სადაც მსურველებს შეეძლებათ მიიღონ კითხვებზე პასუხი “გენიოსებისგან” რომლებიც ასევე პროდუქციის ტექნიკურ დეტალებსაც გააცნობენ. ამისათვის კი სულაც არ არის აუცილებელი შენაძენის გაკეთება.

iSpace- ის ახალი მაღაზია სავაჭრო ცენტრში ,,გალერია თბილისი’’ ქართველი მომხმარებლისთვის შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გახდება, ეს არ იქნება მხოლოდ მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქციით, ეს იქნება მყუდრო სივრცე სადაც პირველები გაეცნობით ინოვაციურ სიახლეებს და მიიღებთ ექსპერტების კვალიფიციურ რჩევებს. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ სპეციალური ატმოსფერო მათთვის ვინც აფასებს ტექნიკის ხარისხს”,- განმარტეს კომპანიაში “ASBIS” რომელიც წარმოდგენილია ეფლის ოფიციალურ დისტრიბუტორად საქართველოში.

ახალ iSpace -ის მაღაზიაში ეფლის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ და ნებისმიერი ახალი პროდუქტის დატესტვისა და გაცნობის საშუალებაც მოგეცემათ. პროდუქტი საბაზრო ფასში გაიყიდება, ხოლო გახსნის დღეს სპეციალური პრომო შემოთავაზებებიც იქნება. iSpace - ში სხვადასხვა ბრენდის აქსესუარების შეძენასაც შეძლებთ, ყველასათვის მისაღებ ფასად.

"ეფლი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეულ დეტალს განსაკუთრებით მაშინ როდესაც საუბარია ეფლის პრემიუმ რისელერის სტატუსზე. მნიშვნელოვანია რომ ყველა დეტალი შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტს, ახალი iSpace -ი ,,გალერეა თბილისში’’ კი სწორედ ასეთი იქნება. ქართველ მომხმარებელზე მორგებული ინოვაციური სივრცე და მომსახურების მაღალი ხარისხი”, - განმარტეს კომპანიაში “ASBIS”.