.

კულტურა

ეგვიპტის ფარაონის - ტუტანხამონის აკლდამაში აღმოაჩენილი უნიკალური ნივთები
ნოე 27, 2017

ეგვიპტის ფარაონის - ტუტანხამონის აკლდამაში აღმოაჩენილი უნიკალური ნივთები

ტუტანხამონი (ამონის ცოცხალი ხატება), თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) (ძვ. წ. 1355 — ძვ. წ. 1337) ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი იყო ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი ტუტანხატონი ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის. ეგვიპტის ყველაზე ახალგაზრდა ფარაონი 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამარხს საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ, მაგრად უშედეგოდ. ბედმა ეს დიდი პატივი ინგლისელ მეცნიერს და არქეოლოგს ჰოვარდ კარტერს არგუნა. მან ფარაონის სამარხი 1922 წელს აღმოაჩინა. კარტერმა ხუთი წელი სამარხის ძიებას, ათი წელი კი განძის ამოღებას მოანდომა.

ტუტანხამონის საფლავის და მასში არსებული გასაოცარი განძეულის პოვნამ ისეთი აჟიოტაჟი და ინტერესი გამოიწვია, რაც არცერთ არქეოლოგიურ აღმოჩენას არ მოჰყოლია. ''მეფეთა ველისაკენ'' ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა, გაზეთების ფურცლები აჭრელებული იყო სამარხში ნაპოვნი ნივთების ჩამონათვალით, გავრცელდა ათასგვარი ჭორი და მითქმა- მოთქმა იქ ნაპოვნ ზღაპრულ სიმდიდრეზე.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძვირფასი ნივთებისა, რომლებიც ეგვიპტის ახალგაზრდა ფარაონის სამარხში აღმოაჩინეს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მათ ამოღებასა და გასუფთავებას არქეოლოგებმა წლები მოანდომეს. უნიკალური ნივთების დიდი ნაწილი ეგვიპტისა და ლონდონის მუზეუმებში ინახება.

მაინც რა ნივთები იპოვეს არქეოლოგებმა ტუტანხამონის საფლავში?– იხილეთ მიმაგრებული ფოტოები.

წყარო